Tuesday, April 2, 2013

1აპრილი რეფლექსია


1აპრილი რეფლექსია
ამ დღეს ბევრი რამ მოხდა. თვითონ ეს დღე მთლიანად იყო რეფლექსია.
ვისაუბრეთ იმაზე თუ როგორ უნდა ჩავრთოთ პროექტის მსვლელობაში სპეციალური საჭიროების მქონე, განსაკუთრებულად ნიჭიერი და ენობრივი ბარიერის მქონე მოსწავლეები.დიფერენცირებული მიდგომებისათვის გავითვალისწინეთ შემდეგი მიმართულებები: შინაარსი, პროცესი, პროდუქტები და სასწავლო გარემო. თითოეულის შესაბამისად მოვიფიქრეთ დავალება.
საინტერესო თემა იყო განმავითარებელი შეფასება და როგორ შეიძლება ჩავრთოთ მოსწავლე შეფასების კრიტერიუმების შემუშავებაში, რათა მეტად იყოს უზრუნველყოფილი შესრულების ხარისხი.
სიღრმისეულად გავეცანით მიმართულების მიმცემ კითხვებს. ამ საკითზე შესრულებული სამუშაო ძალიან დამეხმარება მომავალში კითხვების ფორმულირებისას.
კიდევ ერთხელ ვიმსჯელეთ იმაზე, თუ  პროექტის წარმატებით განსახორციელებლად რაოდენ მნიშვნელოვანია სწორი მენეჯმენტი და ის რომ მასწავლებელმა მოსწავლეებს მისცეს მიმართულებები და დავალებები ნახევარფაბრიკატების სახით, ე. ი. შემოიფარგლოს ფასილიტატორის როლით.
p.s. ძალიან დაძაბული და ნაყოფიერი 4 დღე გავატარეთ. ვფიქრობ, როგორ შეიძლება ამ ყველაფრის პრაქტიკაში დავერგვა. მასწავლებლების გარკვეული ნაწილი ასეა თუ ისე მაინც ახორციელებს პროექტებს, ამიტომ მათ ძალიან დაეხმარებათ ინტელის კურსი. მე ვფიქრობ, ზუსტი პროგნოზირება იმისა, თუ რომელი მასწავლებელი  შეძლებს და ვინ ვერა პროექტების განხორციელებად, ძალიან ძნელია. ალბათ ბევრ მათგანს უნდა მივცეთ ჩვენს ტრენინგებში მონაწილეობის შანსი. შესაბამისად, უფრო მეტი იქნება იმის ალბათობა, რომ მეტ მასწავლებლებს გაუჩნდება სურვილი, რომ იმუშაონ პროექტებზე. მასალა უნდა მივაწოდოთ რაც შეიძლება გარკვევით და ორგანიზებულად, ასევე შეძლებისდაგვარად გამარტივებულად, ისე რომ არც პროექტის ჩარჩოებიდან გამოვიდეთ და არც პედაგოგები შევაშინოთ.
დიდი მადლობა საინტერესო პრენინგისათვის.