Sunday, March 31, 2013

31 მარტი რეფლექსია


31 მარტი, რეფლექსია
 განვიხილეთ ხერხები როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს წარმატებულად შეასრულოს საპროექტო დავალებები. მაგ. მივცეთ მიმართულების მიმცემი კითხვები, შაბლონები, დაწყებული დავალებები  გასაგრძელებლად, საკვანძო სიტყვები და ა.შ.
შევქმენით პროექტის ჩარჩო:
ვიმსჯელეთ პროექტის კავშირებზე რეალურ ცხოვრებასთან.რა სცენარი დაგვეხმარება,რა დავალების შესრულება მოგვცემს შედეგს.
           რა უნარები განუვითარდებათ მოსწავლეებს .
მოსწავლეების როლში შევქმენით პროექტის ბლოგი და მოვიძიეთ მასალა.
განვიხილეთ:
 პროექტის შეფასების რუბრიკები,
მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომების დაგეგმვის რუბრიკა,
ბლოგების შეფასების რუბრიკა,
დღევანდელი დღე იყო ნაკლებად შემოქმედებითი, უფრო შეფასებაზე ორიენტირებული. წინ გვაქვს დავალებააა. ბევრი უნდა ვიფიქროთ.
პ.ს. პროექტი მოგვიწონეს კოლეგებმა და გამიხარდა.



30 მარტი რეფლექსია


მეორე დღე
დღე დავიწყე მოლოდინით, რამდენად სწორად დავგეგმეთ პროექტი
კიდევ ერთხელ დავფიქრდით, რას ველით ჩვენი პროექტის შედეგად. შედეგს  შევუსაბამეთ ესგ სტანდარტები და შესაბამისი ამოცანები-ანუ რა უნდა გააკეთონ რეალურად მოსწავლეებმა. ვისაუბრეთ კითხვების დასმის  მნიშვნელობაზე და შეკითხვების სახეობებზე. მოვიფიქრეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. ეტაპობრივად დავგეგმეთ რომელი აქტივობა რა მეთოდით უნდა შეგვეფასებინა.
განვიხილეთ კონკრეტული პროექტების მაგალითები, რაც ძალიან დაგვეხმარება დაგეგმვაში.
ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე, ვებგვერდების სანდოობის შეფასებაზე ( ეს თემა ბუკების ტრენინგებში შედის, თუმცა არა ვრცლად). მოვიძიეთ ელექტრონული მასალა ჩვენი პროექტებისათვის. მოვიფიქრეთ კომუნიკაციის რომელ ინსტრუმენტს გამოვიყენებთ პროექტისათვის.
დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი იყო,ჩვენმა პროექტმა თითქმის დასრულებული სახე მიიღო და მე მგონი საინტერესო პრეზენტაცია გამოვა.

Friday, March 29, 2013

29მარტი, ტრენინგის რეფლექსია


პირველი ნაბიჯები ჩემი პროექტის გეგმის შედგენაში  იქნება :
   ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი საფეხურია რეალური და ღირებული პრობლემის აღმოჩენა და მოსწავლეების დაინტერესება.
    უნდა ავირჩიოთ რეალური პრობლემა, რომლის გადაჭრაც მოსწავლეებს დაეხმარებათ საგაკვეთილო პროცესში შესწავლილი ცოდნის რეალურ ცხოვრებაში  ტრანსფერში.

        პროექტის მიზანი უნდა იყოს  21.საუკუნის უნარების (ერთ-ერთი უნარის მაინც) განვითარება.
    წინასწარ უნდა ვიცოდე რა მინდა მივიღო შედეგად და როგორ, რა კრიტერიუმებით შევაფასებ მიღებულ შედეგს.
  რაც უფრო სწორად, და დეტალურად,საფეხურებრივად  დავგეგმავთ პროექტს, უფრო გაადვილდება მისი წარმართვა და შეფასება.
  ტრენინგი მიმდინარეობს საინტერესოდ, ტრენერის მიერ სწორად კეთდება მოსალოდნელი პრობლემების პროგნოზირება.
    სამწუხაროდ გვაქვს ცოტა დრო და ვმუშაობთ ძალიან სწრაფად.