Friday, December 20, 2013
Sunday, November 3, 2013
Friday, November 1, 2013
Tuesday, April 2, 2013
1აპრილი რეფლექსია
1აპრილი
რეფლექსია
ამ დღეს ბევრი რამ
მოხდა. თვითონ ეს დღე მთლიანად იყო რეფლექსია.
ვისაუბრეთ იმაზე
თუ როგორ უნდა ჩავრთოთ პროექტის მსვლელობაში სპეციალური საჭიროების მქონე, განსაკუთრებულად
ნიჭიერი და ენობრივი ბარიერის მქონე მოსწავლეები.დიფერენცირებული მიდგომებისათვის გავითვალისწინეთ
შემდეგი მიმართულებები: შინაარსი, პროცესი, პროდუქტები და სასწავლო გარემო. თითოეულის
შესაბამისად მოვიფიქრეთ დავალება.
საინტერესო თემა
იყო განმავითარებელი შეფასება და როგორ შეიძლება ჩავრთოთ მოსწავლე შეფასების კრიტერიუმების
შემუშავებაში, რათა მეტად იყოს უზრუნველყოფილი შესრულების ხარისხი.
სიღრმისეულად გავეცანით
მიმართულების მიმცემ კითხვებს. ამ საკითზე შესრულებული სამუშაო ძალიან დამეხმარება
მომავალში კითხვების ფორმულირებისას.
კიდევ ერთხელ ვიმსჯელეთ
იმაზე, თუ პროექტის წარმატებით განსახორციელებლად
რაოდენ მნიშვნელოვანია სწორი მენეჯმენტი და ის რომ მასწავლებელმა მოსწავლეებს მისცეს
მიმართულებები და დავალებები ნახევარფაბრიკატების სახით, ე. ი. შემოიფარგლოს ფასილიტატორის
როლით.
p.s. ძალიან
დაძაბული და ნაყოფიერი 4 დღე გავატარეთ. ვფიქრობ, როგორ შეიძლება ამ ყველაფრის პრაქტიკაში
დავერგვა. მასწავლებლების გარკვეული ნაწილი ასეა თუ ისე მაინც ახორციელებს პროექტებს,
ამიტომ მათ ძალიან დაეხმარებათ ინტელის კურსი. მე ვფიქრობ, ზუსტი პროგნოზირება იმისა,
თუ რომელი მასწავლებელი შეძლებს და ვინ ვერა
პროექტების განხორციელებად, ძალიან ძნელია. ალბათ ბევრ მათგანს უნდა მივცეთ ჩვენს ტრენინგებში
მონაწილეობის შანსი. შესაბამისად, უფრო მეტი იქნება იმის ალბათობა, რომ მეტ მასწავლებლებს
გაუჩნდება სურვილი, რომ იმუშაონ პროექტებზე. მასალა უნდა მივაწოდოთ რაც შეიძლება გარკვევით
და ორგანიზებულად, ასევე შეძლებისდაგვარად გამარტივებულად, ისე რომ არც პროექტის ჩარჩოებიდან
გამოვიდეთ და არც პედაგოგები შევაშინოთ.
დიდი მადლობა საინტერესო
პრენინგისათვის.
Sunday, March 31, 2013
31 მარტი რეფლექსია
31 მარტი, რეფლექსია
განვიხილეთ ხერხები როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს
წარმატებულად შეასრულოს საპროექტო დავალებები. მაგ. მივცეთ მიმართულების მიმცემი კითხვები,
შაბლონები, დაწყებული დავალებები გასაგრძელებლად,
საკვანძო სიტყვები და ა.შ.
შევქმენით პროექტის
ჩარჩო:
ვიმსჯელეთ პროექტის
კავშირებზე რეალურ ცხოვრებასთან.რა სცენარი დაგვეხმარება,რა დავალების შესრულება მოგვცემს
შედეგს.
რა უნარები განუვითარდებათ მოსწავლეებს
.
მოსწავლეების როლში
შევქმენით პროექტის ბლოგი და მოვიძიეთ მასალა.
განვიხილეთ:
პროექტის შეფასების რუბრიკები,
მოსწავლეთა სავარაუდო
ნაშრომების დაგეგმვის რუბრიკა,
ბლოგების შეფასების
რუბრიკა,
დღევანდელი დღე იყო ნაკლებად შემოქმედებითი,
უფრო შეფასებაზე ორიენტირებული. წინ გვაქვს დავალებააა. ბევრი უნდა ვიფიქროთ.
პ.ს. პროექტი მოგვიწონეს
კოლეგებმა და გამიხარდა.
30 მარტი რეფლექსია
მეორე დღე
დღე დავიწყე მოლოდინით,
რამდენად სწორად დავგეგმეთ პროექტი
კიდევ ერთხელ დავფიქრდით,
რას ველით ჩვენი პროექტის შედეგად. შედეგს
შევუსაბამეთ ესგ სტანდარტები და შესაბამისი ამოცანები-ანუ რა უნდა გააკეთონ
რეალურად მოსწავლეებმა. ვისაუბრეთ კითხვების დასმის მნიშვნელობაზე და შეკითხვების სახეობებზე. მოვიფიქრეთ
ჩვენი პროექტის შესაბამისი ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. ეტაპობრივად
დავგეგმეთ რომელი აქტივობა რა მეთოდით უნდა შეგვეფასებინა.
განვიხილეთ კონკრეტული
პროექტების მაგალითები, რაც ძალიან დაგვეხმარება დაგეგმვაში.
ვისაუბრეთ საავტორო
უფლებებზე, ვებგვერდების სანდოობის შეფასებაზე ( ეს თემა ბუკების ტრენინგებში შედის,
თუმცა არა ვრცლად). მოვიძიეთ ელექტრონული მასალა ჩვენი პროექტებისათვის. მოვიფიქრეთ
კომუნიკაციის რომელ ინსტრუმენტს გამოვიყენებთ პროექტისათვის.
დღევანდელი დღე
ძალიან ნაყოფიერი იყო,ჩვენმა პროექტმა თითქმის დასრულებული სახე მიიღო და მე მგონი
საინტერესო პრეზენტაცია გამოვა.
Friday, March 29, 2013
29მარტი, ტრენინგის რეფლექსია
პროექტის მიზანი უნდა იყოს 21.საუკუნის უნარების (ერთ-ერთი უნარის მაინც) განვითარება.
Subscribe to:
Comments (Atom)